სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 28 აგვისტოს, ხელვაჩაურში სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაკრული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის მიხეილ ბოლქვაძის სარეკლამო ბანერი მოიპარეს. ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი მიხეილ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. ბოლქვაძემ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ ბანერი „ქართული ოცნების" შტაბთან ახლოს იყო და გაკვრამდე „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გააფრთხილეს, რომ ბანერი იმ ტერიტორიაზე არ გაეკრა. 

ბოლქვაძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას უკვე მიმართა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე