სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 პარტია "საქართველოსთვის” ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰეშტიის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ოვანეს ოვსეპიანის ცოლმა გაიანე ოვანესიანმა, პარტიას აცნობა, რომ კანდიდატი ვერ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ თუ მეუღლე კენჭს იყრიდა, მას, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელს საათებს აღარ მისცემდნენ, ასევე, ოჯახს შეუქმნიდნენ სხვა პრობლემებსაც. პარტია "საქართველოსთვის" ნინოწმინდის შტაბის უფროსს და საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სიის მე-2 ნომერს, გევორგ ბაბერციანს, რომელიც ამავე დროს იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალური წარმომადგენელი, 2021 წლის 1 სექტემბერს ხელმძღვანელმა გათავისუფლების შესახებ აცნობა და მოსთხოვა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა, რაზეც ბაბერციანი დათანხმდა. ხელმძღვანელმა მიზეზად პარტიული საქმიანობა დაუსახელა. აღსანიშნავია, რომ ბაბერციანის მეუღლეს სიუზანა ბაბერციანს, რომელიც დასაქმებულია ნინოწმინდის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში, სამსახურიდან დაუკავშირდა ხელმძღვანელი ტიგრან ეღოიანი, რომელმაც უთხრა, რომ თუ მისი მეუღლე არ ჩამოშორდებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, მასაც გაუშვებდნენ სამსახურიდან. ზეწოლა მიმდინარეობს ბაბერციანის დის მიმართაც, რომელიც ნინოწმინდის პირველი საჯარო სკოლაში მუშაობს. მას სკოლის დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. გევორგის დის ქმარიც „საქართველოსთვის" პროპორციულ საარჩევნო სიაშია.