მოქალაქე ნუკი იაკობაშვილმა
განაცხადა, რომ პარტიამ ,,საქართველოსთვის", მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაწერა ადიგენის საკრებულოს არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში. ნუკი იაკობაშვილის თქმით, იგი "ქართული ოცნების მხარდამჭერია და ითხოვს მისი ნების საწინააღმდეგოდ პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების გამოძიებას.
პარტია „საქართველოსთვის" სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორმა, ლევან თათოშვილმა
განაცხადა, რომ ეს ადამიანი მისივე თანხმობით იყო შეყვანილი პარტიის პროპორციულ სიაში. თათოშვილი ფიქრობს, რომ ნუკი იაკობიშვილმა ფეისბუქ პოსტი ზეწოლის შედეგად დააწერა.