სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26
3 სექტემბერს, შვებულებაში ყოფნისას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სალომე ღონღაძე თანამდებობიდან გადააყენა. ღონღაძე 23 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის" რიგებს შეუერთდა. ღონღაძის თქმით, გეგმავდა, რომ შვებულების
დასრულების შემდეგ გადამდგარიყო. იგი მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებს. მისივე სიტყვებით, საკრებულოს წევრების ნაწილი აიძულეს, გათავისუფლებისთვის მხარი დაეჭირათ. ამას კი იმით ხსნის, რომ კენჭისყრის შედეგების დათვლისას გამოვლინდა, რომ 2 ბიულეტენი გეომეტრიული ფიგურებით იყო დანიშნული. 

საკრებულოს თავმჯდომარის, კარლო ჯამბურიას თქმით, ღონღაძის გადაყენების მიზეზი პოლიტიკურ სარჩული კი არა საკრებულოსთვის დამაზიანებელი შედეგების პრევენცია იყო. მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს და გიორგი გახარიას პარტიული საქმიანობა ერთმანეთს უარყოფით კონტექსტში გადაკვეთდნენ, რაც საზიანო შედეგს მოიტანდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე