სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი რუსუდან კოვზირიძე არის სოფელ ღვანკითისა და რუფოთის მაჟორიტარი კანდიდატი „ევროპული საქართველოს" სახელით. ის შვებულებაში იმყოფებოდა, როდესაც ზემდგომის თანამდებობის პირები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პოლიტიკაში წასვლა არ იყო სწორი გადაწყვეტილება და ურჩიეს თავი შეეკავებინა პოლიტიკური საქმიანობისგან. რუსუდან კოვზირიძემ დაახლოებით იმავე პერიოდში, აუდიტისგან მიიღო შეტყობინება თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში დაგეგმილი აუდიტის შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ ცენტრი სრულად დისტანციურ რეჟიმზე მუშაობდა, წერილობით ითხოვა აუდიტს გადადება, რაზეც მიიღო თანხმობა. თანხმობის მიუხედავად, აუდიტი გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც მისგან სხვადასხვა დოკუმენტაციას ითხოვნდნენ, მაშინ, როდესაც რუსუდან კოვზირიძე და მისი თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. იმისთვის, რომ აუდიტისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადაეცა, ის იძულებული გახდა მისულიყო სამსახურში. მან კოვიდის ტესტი გაიკეთა და სამსახურში წავიდა. გზად მიმავალი კი იზოლაციის წესების დარღვევის გამო პოლიციამ დააჯარიმა. კოვიზირიძემ მოგვიანებით ტესტის ნეგატიური პასუხი მიიღო. იგი ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს. რუსუდან კოვზირიძე აუდიტის ჩატარებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე