ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა
2021-09-26 11 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა „წყალტუბო ირჩევს გენადი ბალანჩივაძეს" გამოაქვეყნა წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის ბინების გადაცემის შესახებ ინფორმაცია და მიუთითა საიტი, სადაც ბინის მომავალი მფლობელების სიაა. აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდა გამოქვეყნებული თავად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებს და აღნიშნული ამბავი წყალტუბოელ დევნილებს მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა ამცნო.