ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება
2021-09-26 10 სექტემბერს, 18:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც მერობის კანდიდატიც არის, კონსტანტინე შარაშენიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. ღონისძიება 1.5 საათს გრძელდებოდა. წინასაარჩევნო შინაარსის შეხვედრაზე სამსახურებრივი ნიშნით შეკრების ნიშნები იკვეთებოდა.„სამართლიანი არჩევნების" საჩივრის საფუძველზე, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო კოდექსის ახალ ნორმაზე დაყრდნობით, წინასაარჩევნო მიზნით, სამსახურებრივი ნიშნით შეკრების გამო, თანამდებობის პირი დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკაში, ეს პირველი გადაწყვეტილებაა;


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე