არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
2021-09-28 „სამართლიანი არჩევნებისთვის" ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავა ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას აიძულებს, მათ შორის, სამუშაო საათებში. მოხელეებს ევალებათ მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების საარჩევნო შეხვედრების დაგეგმვა. ასევე, შიდა საკომუნიკაციო ჩატში, ამომრჩევლის მობილიზების ამსახველი ფოტოების გაგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გათავისუფლებთ ემუქრებიან. იუზა უგულავამ "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან აღნიშნული ფაქტი უარყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე