სააგიტაციო მასალის დაზიანება
2021-09-29 ქარელში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, როდესაც მთავარი არხის ჟურნლისტებს პარტია „ქართული ოცნების" ოფისში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის პლაკატები დააზიანეს. ადგილობრივების თქმით ზაზა გულიაშვილის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია. რუისის მაცხოვრებელმა გელა გასიტაშვილმა გულიაშვილის პლაკატები კამერების წინ ჩამოხია.