დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
2021-10-02 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანში, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა არსებითი დარღვევებით. უბანში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაპირისპირებისა და ზეწოლის ფაქტები "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ელენე ნარმანიას მიმართ, მოგვიანებით კი, "სამართლიანი არჩევნების" მობილური ჯგუფის დამკვირვებლების დავით ლოგუასა და დათა აქუბარდიას მიმართ. ამ უკანასკნელთა მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპრისპირების მცდელობასაც. ორგანიზაციის დამკვირვებელი ელენე ნარმანია უკანონოდ გამოაძევეს უბნიდან და საერთოდ წაართვეს დაკვირვების შესაძლებლობა, ხოლო, მანამდე მთელი დღის განმავლობაში უზღუდავდნენ დაკვირვების უფლებას. საარჩევნო კომისია მოქმედებდა არა საკუთარი გადაწყვეტილებებით, არამედ, ორგანიზაცია "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" წარმომადგენლის გიორგი ჯიქიას მითითებებით, რომელიც უთითებდა თავმჯდომარეს ვინ გაძევებინა ან დაეტოვებინა უბანში. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მარკირების გარეშე ხმის მიცემის, ხელახლა ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები. ამ საუბნო კომისიიდან გააძევეს საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის დამკვირვებელიც.