მარკირების წესის დარღვევა
2021-10-03 #16 საოლქო საარჩევნო კომისიის #10 საარჩევნო უბანზე არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამომრჩეველი განმეორებით გამოცხადდა უბანზე ხმის მისაცემად. დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ შეემოწმებინათ ამომრჩეველს გავლილი ჰქონდა თუ არა მარკირება, რაზეც უპასუხა, რომ უკვე გავლილი ქონდა და აღარ გადაამოწმებდა, მიუხედავად იმისა, რომ მარკირების შემოწმებას ითხოვდა ოლქის წევრი გოჩა ბუცხრიკიძეც. თავმჯდომარემ დაიწყო ჩხუბი და ამომრჩეველს სწრაფად გაუკეთეს მარკირება, ისე რომ მარკირების შემოწმებამ აზრი დაკარგა;