დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
2021-10-30 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა პირი, რომელიც აცხადებდა, რომ იყო ცესკოს მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. მას თან ჰქონდა ამომრჩეველთა სიები და ამოწმებდა სიიდან რომელი ამომრჩევლები გამოცხადდნენ უბანზე. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირებელმა სცადა გაერკვია კომისიის წევრის ვინაობა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ და უბნის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. მუქარა და ზეწოლა გაგრძელდა კომისიის თავმჯდომარის მხრიდანაც. დამკვირვებელს არ მისცეს საშუალება დაერეგისტრირებინა საჩივარი საარჩევნო უბანზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე