დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
2021-10-30 #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი ამომრჩეველთა შემოწმებას ახდენდა საარჩევნო უბნის შესასვლელიდან 20 მეტრის მოშორებით, რის გამოც მარკირების შემოწმების პროცესზე დაკვირვება პრობლემური იყო. დამკვირვებელმა აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი წარადგინა, რასაც კომისიის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის წარდგენის შემდგომ უბანზე მივიდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები - ნათია ჩიკვაიძე და მაია თაბუკაშვილი, რომლებიც აგრესიას გამოხატავდნენ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ და ეუბნებოდნენ, რომ მას უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება არ ჰქონდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უბნიდან გააძევეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დამკვირვებელი.