2021-10-30 #5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში, ყუთის ზედამხედველმა სპეციალური კონვერტი ჩააგდო. ამ ფაქტს უბანზე მოჰყვა შეხლა-შემოხლა და არეულობა, რის გამოც შეფერხდა საარჩევნო პროცესი და მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ ეძლეოდა. უბანზე არსებული დაპირისპირების გამო თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია.