ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები
2021-10-30 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა ბიულეტენი გასცა და სამაგიდო სიაში ხელი მოაწერინა ამომრჩეველს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ამ უბანში. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიერ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ამომრჩეველი უბნიდან გააბრუნეს ისე, რომ მას ხმა არ მიუცია. ამავე უბანზე მისულ ამომრჩეველს თავის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა სხვის მიერ, თუმცა მისი სახელით, აღსანიშნავია, რომ ამ ამომრჩეველს სხვა ამომრჩევლის გრაფაში სთავაზობდნენ ხელის მოწერას. ამავე უბანზე კიდევ ორი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა; ამომრჩევლებს ხელი მოწერილი დახვდათ სხვის მიერ, თუმცა მათი სახელით. 


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე