აგიტაცია საარჩევნო უბანზე
2021-10-30 #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე შევიდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების - „ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა", „ახალგაზრდა თაობათა ლიგა"; „ანტიკორუფციული მედია-ცენტრი" დამკვირვებლები, რომლებმაც კომისიის ერთ-ერთი წევრის მიმართ გამოთქვეს ბრალდება, რომ მან ერთ-ერთ ამომრჩეველს უკარნახა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა. აღნიშნულს საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. კომისიამ დამკვირვებლების მიმართ შეადგინა გაძევების ოქმი, თუმცა კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ. უბანზე ხმის მიცემის პროცესი დროებით შეფერხდა. საბოლოოდ, დამკვირვებლები უბნიდან პოლიციამ გაიყვანა.  


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე