წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტი
2024-09-14
14 სექტემბერს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ გორში
ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრის დასასრულს, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა,
ლექსო ვალიაურმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მანქანაში ჩაჯდომისას სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მას მმართველი პარტიის აქტივისტებმა, სამოქალაქო ფორმაში
ჩაცმულმა ადამიანებმა, სცემეს. ვალიაური გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თავის ტვინის
მსუბუქი შერყევის დიაგნოზით. მისი ცემის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.