ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო მიზნით
2024-09-02
  2024 წლის 2 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
გავრცელებული ინფორმაციით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის,
ინიციატივით, წარჩინებული სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების მიღების
ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ფულადი თანხით დაჯილდოების წესი ამოქმედდა.
  ასევე, 2024 წლის 29 აგვისტოს ამავე მუნიციპალიტეტის სოციალური ქსელის (Facebook) გვერდზე
გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის,
ინიციატივით, წარჩინებულ სტუდენტებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
დაჯილდოვდებიან სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხებიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში და მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით,
სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ.

„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ინფორმაციით, ამ დრომდე მსგავსი პროგრამები არ მოქმედებდა.



ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე