ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო მიზნით
2024-09-05
2024 წლის 5 სექტემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის სოციალური ქსელის (Facebook) გვერდზე
გავრცელებული ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმატებული სტუდენტების დაჯილდოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება დაიწყო.
ინფორმაციის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარები აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2023-2024 სასწავლო წლის სსიპ აბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან, ხოლო პროგრამის განმახორციელებელია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.