#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანში ერთ-ერთმა კომისიის წევრმა ყუთში ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი ამავე უბნიდან გამოაძევეს. „სამართლიანმა არჩევნებმა” საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა საჩივარი აღნიშნული საარჩევნო უბნის ბათილობის მოთხოვნით.