#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა კოორდინატორების მობილიზება. ისინი ამომრჩევლებთან შედიოდნენ აქტიურ კომუნიკაციაში, რის შემდეგაც შედიოდნენ ხმის მისაცემად. დამკვირვებელს ერთ-ერთმა კოორდინატორმა უთხრა, რომ ისიც და მასთან კომუნიკაციაში მყოფი პირებიც „ქართული ოცნებიდან" იყვნენ.