#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა კოორდინატორების მობილიზება. მიკროავტობუსში იმყოფებოდა 5 პირი, რომლებსაც ჰქონდათ სიები და ინიშნავდნენ ამომრჩევლებს. როგორც კი გარე დამკვირვებელმა მოითხოვა მათთვის სიების ჩვენება, მათ სიების დამალვა დაიწყეს.