#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან გამოვლინდა 10-მდე კაცის, სავარაუდოდ ე.წ. „ძველი ბიჭების", შეკრება, რომლებიც უბნიდან 5 მეტრში იდგნენ. რამდენიმე პირისთვის საარჩევნო უბნის დატოვებინების მცდელობას „ქართული ოცნების" პარტიული სიის წევრის, გიორგი ვოლსკის, გაღიზიანება მოჰყვა, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ ეზოში იმყოფებოდა. იგი დამკვირვებელთან სიტყვიერ დაპირისპირებაში შევიდა.