#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, დაახლოებით 25 მეტრში, დაფიქსირდა 10-ზე მეტი პირის შეკრება. მასში ჩართული პირები უარყოფითად საუბრობდნენ საარჩევნო სუბიექტ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაზე" და იგინებოდნენ პოლიტიკური პარტიის მისამართით. შეკრებილ პირებს კომუნიკაცია ჰქონდათ ,,ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანების" დამკვირვებელთან.