პირთა საეჭვო შეკრება
2024-10-30
#30 კასპის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან (საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე) გამოვლინდა საეჭვო გარემოება. კერძოდ, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა ორი ავტომობილი - ერთი მათგანი იმყოფებოდა უშუალოდ საბავშვო ბაღის ჭიშკართან, ხოლო მეორე უბნიდან დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით. აღნიშნულ ავტომობილებში იყო 4-5 პირი, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად ჰქონდათ კომუნიკაცია ამომრჩევლებთან. საყურადღებოა, რომ დამკვირვებლის მიერ დასმულ კითხვაზე მათი ხანგრძლივი ყოფნის მიზეზის შესახებ, აღნიშნულმა პირებმა თავი აარიდეს პასუხის გაცემას.