2024-10-26 #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის მიმდებარედ შეკრებილი რამდენიმე პირის მიერ ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა აღრიცხვას. ამასთან ერთად, ისინი საარჩევნო უბნის შესასვლელთან ესაუბრებოდნენ ამომრჩევლებს. ერთ-ერთი პირი სიით ხელში ჯერ უბანზე შევიდა, შემდეგ შენობის მეორე სართულზე ავიდა და ფანჯრიდან აკვირდებოდა მოსულ ამომრჩევლებს. პარალელურად, იგი გადასცემდა ინფორმაციას დაუდგენელ სუბიექტს;