2024-10-26 #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს „ქართული ოცნებიდან" გურჯაანის საკრებულოს წევრმა, კაჭრეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი რაზმაზიშვილმა, ფული გადასცა. „სამართლიანი არჩევნების" გარე დამკვირვებელს, რომელმაც ფაქტი შეამჩნია, რაზმაზიშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა;