2012-09-24
24 სექტემბერს გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ აქტივისტებს გიორგი ხახოშვილს და ვლადიმერ სუჯოშვილს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და რკინის ხელჯოხებით სასტიკად სცემეს....
2012-09-23
23 სექტემბერს გორში, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სოფელ შინდისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭრები ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წაეყენათ, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100...
2012-09-20
„სამართლიანი არჩევნების “გრძელვადიანი დამკვირვებლის ცნობით, გორის რაიონის სოფელ დიცში უცნობმა პირებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მერაბ ბოლაშვილი სცემეს და მისი მაღაზია დაარბიეს. უცნობი პირები სოფელში ავტომანქანით მოძრაობდნენ. როგორც მერაბ ბოლაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, დამრბევებმა მას კოალიციის წევრობა აუკრძალეს. ინციდენტს ამირან მძინარაშვილი შეესწრო. მან საკუთარი თვალით დაინახა მერაბ ბოლაშვილის ცემის და მისი მაღაზიის დარბევის ფაქტი. ბიძინაშვილიც ამბობს, ...
|
თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2012-08-08
2012 წლის 8 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი გორში, ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილთა შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა. ჟურნალისტ თამთა გაზაშვილის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა აგრესია გამოხატა და მას გადაღების საშუალება არ მისცა. მაცხოვრებლების ნაწილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათთან საუბრის „უფლება“ მხოლოდ მამასახლისებს აქვთ.
თავად ერთ-ერთმა მამასახლისმა ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩასახლებაში არსე...
2012-07-12
2012 წლის 12 ივლისს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და სხვა მხარდამჭერები ვერხვების დევნილთა ჩასახლებას ეწვივნენ, სადაც მათ დევნილები, ჩასახლების მამასახლისები (ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები) ბესო კახნიაშვილი, ვიქტორ დათაშვილი, ვანო მიდოდაშვილი სხვა მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ ჩასახლების ტერიტორია.
ერთ-ერთმა მოქალაქემ უწმაწური სიტყვებით მი...
2012-08-02
კარალეთის ინციდენტის საქმეზე დაკავებული იქნა კახაბერ გოგიაშვილი. მას გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. იგი მოთავსებული იქნა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მასზე იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა ფსიქიკური ზეწოლა და იძულება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ 2012 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და გამოძიების დაწყება მოითხოვა. საიამ ასევე განცხადებით მიმართა საქართვ...
2012-07-13
2012 წლის 26 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად შეხვედრას მართავდნენ სოფელ მერეთში, სადაც შეხვედრაზე კოალიციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ. შეხვედრას ხელჩართული ჩხუბი მოყვა. სხეულის დაზიანებები მიიღო კოალიცია "ქართული ოცნების" შვიდმა წარმომადგენელმა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, 2012 წლის 27 ივნისს, ღამის სამ საათზე გორის რაიონულმა სასამართლომ ოთხ პიროვნებას 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-13
2012 წლის 10 ივნისს გაიძარცვა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, წაღებულია სხვადასხვა დოკუმენტაცია და ორი სამუშაო კომპიუტერი. ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ შიოშვილის თქმით ოფისის გაძარცვა დილის 6 საათზე მოხდა....
2012-07-13
2012 წლის 26 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის რეგისტრატორი ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მთვარისა ნარაიძე აცხადებს, რომ სიები გადამოწმების დროს მას უკან დაყვებოდა თეთრი „ნივა“ სანომრე ნიშნით GTR - 565, რის გამოც მათთან გასაუბრება არავინ აღარ ისურვა....
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-13
კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორები - ტარიელ მიდელაშვილი და მაია მიდელაშვილი, რომლებიც ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ახორცელებდნენ, აცხადებენ, რომ დასახლების შესასვლელთან, სადაც პოლიციის პოსტია, გაააჩერეს და ბეიჯები გამოართვეს. რეგისტრატორების თქმით, ოცი ოჯახი აღწერეს, შემდეგ მათთან ხუთი ახალგაზრდა მივიდა და უთხრეს, აღარ გაეგრძელებინა სიის გადამოწმება, წინააღდეგ შემთხვევაში ცემით დაემუქრნენ....
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-13
კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორი მზია მამულაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის 26 ივნისს სამი კოტეჯის გადამოწმების შემდგომ მასთან მივიდა სკრის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი კახა კახნიაშვილი და უთხრა, რომ დაეტოვებინათ ჩასახლება, რადგან იქ უკვე ჩატარებული იყო კარდაკარი. იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დატოვებდნენ ტერიტორიას, პრობლემები შეექმნებოდათ....
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-13
ამომრჩეველთა სიის გადამოწმების - კარდაკარის პროცესის დროს პრობლემები შეექმნათ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც გადამოწმებას კარალეთის დევნილთა ჩასახლებებში ახორციელებდნენ. რეგისტრატორ ხათუნა ხათაშვილის თქმით, რვა ოჯახის შემოწმების შემდეგ, ერთ-ერთი ოჯახიდან გამოსულებს გარეთ შვიდი-რვა ქალბატონი და ერთი მამაკაცი დახვდათ, რომლებმაც ურჩიეს რომ წასულიყვნენ, რადგან მათ სამუშაოს გაგრძელების საშუალებას მაინც აღარ მისცემდნენ....
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-18
ლევან მაისურაძე - დასახლების რწმუნებული. ძმები გოგიტა და გიგა გოჩაშვილები - ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანი 2011 წლის დეკემბრამდე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. გია ჭულუხაძე - დასახლების ზედამხედველი. ასევე ვანო მიდოდაშვილი, ბესო კახნიაშვილი - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
[youtube]bVJToqagwH0[/youtube]...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-14
კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით , მოგვიანებით 5 პირი დააკავეს. მათგან სამი - ცოტნე შენგელია, ვოვა ჯანეზაშვილი და კახაბერ გოგიაშვილი - კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, ლევან მაისურაძე - ჩასახლების მამასახლისი და გიგი გოჩაშვილი - ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მეგობარი.
გორის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე, კარალეთის ინციდენტის გამო 2012 წლის 14 ივლისს დააკავეს "ქართული ოცნების...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-11
გორის რაიონის სოფელ დიცში ქართული ოცნების წარმომადგენლების შეხვედრის ჩაშლა სოფლის გამგებელმა ზურაბ ბოლაშვილმა სცადა
[youtube]Y5cXlMt3T1M[/youtube]...
2012-07-18
ილია მინდიაშვილი რწმუნებული (მისი ორი და, ბიძაშვილის ცოლი) „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მათ შორის კახა კალაძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს სოფელში დახვდნენ მხარდამჭერებით, არ მისცეს შეხვედრის გაგრძელებს საშუალება და მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება.
[youtube]sta1p_TGip0[/youtube]...
2012-07-18
ირმა პაპუნაშვილი (ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი), მისი შვილი და მეგობრები ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში.
[youtube]FlAV8DahxXA[/youtube]...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-18
იზა კოკაური (საკრებულოს თანამშრომელი, ტერიტორიული ორგანოს მთ სპეციალისტი), თაკო კოკაური (მისი შვილი, პედაგოგი და საარჩევნო კომისიის წევრი) - ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში.
[youtube]tx17XNSgFgc[/youtube]...
2012-06-30
გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, თენგიზ გოგოლაძე, დაჰყვებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის რეგისტრატორ ირაკლი მაჩიტაძეს ყოველ ოჯახში და სთხოვდა სიების გადაცემას იმის შესამოწმებლად ყველაფერი სწორად იყო თუ არა ასახული. შემდეგ იგი შეეცადა სიის თან წაღებას და ასლების გადასაღებად დანარჩენი ფურცლებიც მოითხოვა და პირობა დადო, რომ არავის ეტყოდა ამის შესახე. ბოლოს მან ირაკლის ურჩია რაიმე ხიფათში არ გახვეულიყო....
2012-06-27
იოსებ ელყანაშვილის სახლში შესულმა ხუთმა პოლიციელმა, რომლებიც მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, ის მდინარის ნაპირზე გაიყვანა და ცემა დაუწო, ამის შესახებ ვინმესთან დალაპარაკების შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა. იოსებ ელყანაშვილი აქამდეც გაუფრთხილებიათ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი არ გამხდარიყო. მომდევნო დღეს პოლიციამ მის სახლთან პატრულირება დაიწყო. სახლს რომ მიუახლოვდნენ სვლა შეანელეს. ერთ-ერთი მათგანი შეჩერდა და იოსებ ელყანაშვილი დედას დაუწყო ყურება გარკვეულ...