1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 29
12

„ქართული ოცნების“ აქტივისტების, გიორგი ხახოშვილის და ვლადიმერ სუჯოშვილის ცემის ფაქტი გორში

თარიღი: 2012-09-24
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-24
24 სექტემბერს გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ აქტივისტებს გიორგი ხახოშვილს და ვლადიმერ სუჯოშვილს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და რკინის ხელჯოხებით სასტიკად სცემეს....

„ქართული ოცნების“ მხარდამჭრების ზვიად საბანაძის, გიორგი ჯანქანიძისა და პეტრე თავლიაშვილის დაკავების ფაქტი შინდისში

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: გორი , შინდისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-23
23 სექტემბერს გორში, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სოფელ შინდისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭრები ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წაეყენათ, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100...

"ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, მერაბ ბოლაშვილის ცემის და მისი მაღაზიის დაარბევის ფაქტი დიცში

თარიღი: 2012-09-20
ოლქი: გორი , დიცი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-20
„სამართლიანი არჩევნების “გრძელვადიანი დამკვირვებლის ცნობით, გორის რაიონის სოფელ დიცში უცნობმა პირებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მერაბ ბოლაშვილი სცემეს და მისი მაღაზია დაარბიეს. უცნობი პირები სოფელში ავტომანქანით მოძრაობდნენ. როგორც მერაბ ბოლაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, დამრბევებმა მას კოალიციის წევრობა აუკრძალეს. ინციდენტს ამირან მძინარაშვილი შეესწრო. მან საკუთარი თვალით დაინახა მერაბ ბოლაშვილის ცემის და მისი მაღაზიის დარბევის ფაქტი. ბიძინაშვილიც ამბობს, ...

მაესტროს ჟურნალისტ თამთა გაზიშვილის საქმიანობისთვის ხელშეშლა გორში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-08
2012 წლის 8 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი გორში, ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილთა შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა. ჟურნალისტ თამთა გაზაშვილის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა აგრესია გამოხატა და მას გადაღების საშუალება არ მისცა. მაცხოვრებლების ნაწილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათთან საუბრის „უფლება“ მხოლოდ მამასახლისებს აქვთ. თავად ერთ-ერთმა მამასახლისმა ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩასახლებაში არსე...

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში


2012-07-12
2012 წლის 12 ივლისს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და სხვა მხარდამჭერები ვერხვების დევნილთა ჩასახლებას ეწვივნენ, სადაც მათ დევნილები, ჩასახლების მამასახლისები (ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები) ბესო კახნიაშვილი, ვიქტორ დათაშვილი, ვანო მიდოდაშვილი სხვა მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ ჩასახლების ტერიტორია. ერთ-ერთმა მოქალაქემ უწმაწური სიტყვებით მი...

"ქართული ოცნების" წევრის კახაბერ გოგიაშვილის სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტი

თარიღი: 2012-07-19
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-02
კარალეთის ინციდენტის საქმეზე დაკავებული იქნა კახაბერ გოგიაშვილი. მას გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. იგი მოთავსებული იქნა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მასზე იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა ფსიქიკური ზეწოლა და იძულება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ 2012 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და გამოძიების დაწყება მოითხოვა. საიამ ასევე განცხადებით მიმართა საქართვ...

"ქართული ოცნების" აქტივისტების პოლიტიკური ნიშნით დაკავება მერეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , მერეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-13
2012 წლის 26 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად შეხვედრას მართავდნენ სოფელ მერეთში, სადაც შეხვედრაზე კოალიციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ. შეხვედრას ხელჩართული ჩხუბი მოყვა. სხეულის დაზიანებები მიიღო კოალიცია "ქართული ოცნების" შვიდმა წარმომადგენელმა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, 2012 წლის 27 ივნისს, ღამის სამ საათზე გორის რაიონულმა სასამართლომ ოთხ პიროვნებას 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა...


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

„ქართული ოცნების“ ოფისის გაძარცვის ფაქტი გორში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13
2012 წლის 10 ივნისს გაიძარცვა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, წაღებულია სხვადასხვა დოკუმენტაცია და ორი სამუშაო კომპიუტერი. ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ შიოშვილის თქმით ოფისის გაძარცვა დილის 6 საათზე მოხდა....

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მთვარისა ნარაიძეზე განხორციელებული ზეწოლა ვერხვებში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , ვერხვები
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13
2012 წლის 26 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის რეგისტრატორი ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მთვარისა ნარაიძე აცხადებს, რომ სიები გადამოწმების დროს მას უკან დაყვებოდა თეთრი „ნივა“ სანომრე ნიშნით GTR - 565, რის გამოც მათთან გასაუბრება არავინ აღარ ისურვა....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუქარა ხურვალეთში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , ხურვალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13
კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორები - ტარიელ მიდელაშვილი და მაია მიდელაშვილი, რომლებიც ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ახორცელებდნენ, აცხადებენ, რომ დასახლების შესასვლელთან, სადაც პოლიციის პოსტია, გაააჩერეს და ბეიჯები გამოართვეს. რეგისტრატორების თქმით, ოცი ოჯახი აღწერეს, შემდეგ მათთან ხუთი ახალგაზრდა მივიდა და უთხრეს, აღარ გაეგრძელებინა სიის გადამოწმება, წინააღდეგ შემთხვევაში ცემით დაემუქრნენ....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა სკრაში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , სკრა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13
კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორი მზია მამულაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის 26 ივნისს სამი კოტეჯის გადამოწმების შემდგომ მასთან მივიდა სკრის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი კახა კახნიაშვილი და უთხრა, რომ დაეტოვებინათ ჩასახლება, რადგან იქ უკვე ჩატარებული იყო კარდაკარი. იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დატოვებდნენ ტერიტორიას, პრობლემები შეექმნებოდათ....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა კარალეთში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , კარალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13
ამომრჩეველთა სიის გადამოწმების - კარდაკარის პროცესის დროს პრობლემები შეექმნათ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც გადამოწმებას კარალეთის დევნილთა ჩასახლებებში ახორციელებდნენ. რეგისტრატორ ხათუნა ხათაშვილის თქმით, რვა ოჯახის შემოწმების შემდეგ, ერთ-ერთი ოჯახიდან გამოსულებს გარეთ შვიდი-რვა ქალბატონი და ერთი მამაკაცი დახვდათ, რომლებმაც ურჩიეს რომ წასულიყვნენ, რადგან მათ სამუშაოს გაგრძელების საშუალებას მაინც აღარ მისცემდნენ....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - კარალეთის დევნილთა დასახლება


2012-07-18
ლევან მაისურაძე - დასახლების რწმუნებული. ძმები გოგიტა და გიგა გოჩაშვილები - ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანი 2011 წლის დეკემბრამდე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. გია ჭულუხაძე - დასახლების ზედამხედველი. ასევე ვანო მიდოდაშვილი, ბესო კახნიაშვილი - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. [youtube]bVJToqagwH0[/youtube]...


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

დაპირისპირება კარალეთის დევნილთა დასახლებაში ”ქართული ოცნების” ლიდერების ჩასვლის შემდეგ

თარიღი: 2012-07-12
ოლქი: გორი , კარალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-14
კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით , მოგვიანებით 5 პირი დააკავეს. მათგან სამი - ცოტნე შენგელია, ვოვა ჯანეზაშვილი და კახაბერ გოგიაშვილი - კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, ლევან მაისურაძე - ჩასახლების მამასახლისი და გიგი გოჩაშვილი - ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მეგობარი. გორის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე, კარალეთის ინციდენტის გამო 2012 წლის 14 ივლისს დააკავეს "ქართული ოცნების...


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი დიცი

თარიღი: 2012-07-11
ოლქი: გორი , დიცი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-07-11
გორის რაიონის სოფელ დიცში ქართული ოცნების წარმომადგენლების შეხვედრის ჩაშლა სოფლის გამგებელმა ზურაბ ბოლაშვილმა სცადა [youtube]Y5cXlMt3T1M[/youtube]...

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი ნოქოზი


2012-07-18
ილია მინდიაშვილი რწმუნებული (მისი ორი და, ბიძაშვილის ცოლი) „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მათ შორის კახა კალაძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს სოფელში დახვდნენ მხარდამჭერებით, არ მისცეს შეხვედრის გაგრძელებს საშუალება და მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება. [youtube]sta1p_TGip0[/youtube]...

კოალიცია "ქართული ოცნების" ამომრჩევლებთან შეხვედრის ხელის შეშლა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ სოფელ შინდისში


2012-07-18
ირმა პაპუნაშვილი (ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი), მისი შვილი და მეგობრები ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში. [youtube]FlAV8DahxXA[/youtube]...


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი ვარიანი


2012-07-18
იზა კოკაური (საკრებულოს თანამშრომელი, ტერიტორიული ორგანოს მთ სპეციალისტი), თაკო კოკაური (მისი შვილი, პედაგოგი და საარჩევნო კომისიის წევრი) - ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში. [youtube]tx17XNSgFgc[/youtube]...

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი მაჩიტაძეზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-06-30
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-30
გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, თენგიზ გოგოლაძე, დაჰყვებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის რეგისტრატორ ირაკლი მაჩიტაძეს ყოველ ოჯახში და სთხოვდა სიების გადაცემას იმის შესამოწმებლად ყველაფერი სწორად იყო თუ არა ასახული. შემდეგ იგი შეეცადა სიის თან წაღებას და ასლების გადასაღებად დანარჩენი ფურცლებიც მოითხოვა და პირობა დადო, რომ არავის ეტყოდა ამის შესახე. ბოლოს მან ირაკლის ურჩია რაიმე ხიფათში არ გახვეულიყო....

„ქართული ოცნების" კარდაკარის რეგისტრატორ იოსებ ელყანაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება


2012-06-27
იოსებ ელყანაშვილის სახლში შესულმა ხუთმა პოლიციელმა, რომლებიც მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, ის მდინარის ნაპირზე გაიყვანა და ცემა დაუწო, ამის შესახებ ვინმესთან დალაპარაკების შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა. იოსებ ელყანაშვილი აქამდეც გაუფრთხილებიათ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი არ გამხდარიყო. მომდევნო დღეს პოლიციამ მის სახლთან პატრულირება დაიწყო. სახლს რომ მიუახლოვდნენ სვლა შეანელეს. ერთ-ერთი მათგანი შეჩერდა და იოსებ ელყანაშვილი დედას დაუწყო ყურება გარკვეულ...