1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 9
1

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა


2018-11-19
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ პირადობის მოწმობები ან აქვთ ვადაგასული პირადობის მოწმობები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, აქტივისტები და აგიტატორები სთავაზობენ თანხის გადახდას პირადობის მოწმობების ასაღებად. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და ერთ-ერთმა მოქალაქემ დაადასტურა, რომ მას შესთავაზეს პირადობის მოწმობის ასაღებად თანხის გადახდა, იმ შემთხვევაში თუ ის მხარს დაუჭერს სალომე ზურაბი...

ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და სოფლის დეპუტატები, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირდებიან სოციალური დახმარების დანიშვნას, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და რამდენიმე მოქალაქემ პირად საუბარში დაუდასტურა, რომ მერის წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატები ნამდვილად მოუწოდებენ მათ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, ხოლო სანაცვლოდ მათ 1...

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზეწოლა ხორციელდება იმ მოქალაქეებზე რომლებიც წარსულში იყვნენ ნასამართლევი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, აგრეთვე იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გარკვეული დანაშაულებისთვის. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მოიკვლია და გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია. რამდენიმე ადამიანმა დაუდასტურა, რომ ნამდვილად ხორციელდება ზეწოლა ახალგაზრდებზე ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭების“ მხრიდან, რომლებიც მოუწოდებენ ახალგაზრდებს, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. ...

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, აქტივისტები და აგიტატორები დადიან სოფლებში, კარდაკარ და მოუწოდებენ პენსიონრებს მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო თუ კერძო სექტორში, შეექმნებათ პრობლემები. ერთ-ერთმა პენსიონერმა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სოფლის დეპუტატმა მას მოუწოდა არჩევნებზე მხარი დაეჭირ...

ზეწოლა/მუქარა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სამმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და მერის წარმომადგენლები მათ ოჯახებს დახმარების მოხსნით ემუქრებიან, თუ ისინი მეორე ტურში მხარს არ დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილს....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საოლქო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა განაცხადა, რომ ის ისეთი წნეხის ქვეშ იმყოფება, შესაძლებელია უარი თქვას მეორე ტურზე კომისიის წევრობაზე...

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს თანამშრომელმა პირად საუბარში უთხრა, რომ მისი მეუღლის მიმართ, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს უჭერს მხარს ძალოვანი უწყების თანამშრომლები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნული პიროვნება, ხმამაღლა და ღიად ვერ საუბრობს, რადგან ეშინია სამსახურის დაკარგვის....

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კოორდინატორების, სოფლებში მერის წარმომადგენლების და საკრებულოში სოფლის დეპუტატების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ მიმდინარეობს მუქარა-ზეწოლა. ზეწოლა ასევე ხორციელდება ბაგა-ბაღის ხელძღვანელებზე და თანამშრომლებზე. ზეწოლის შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს მიაწოდა რამდენიმე მოქალაქემ და ერთ-ერთმა ბაღის მასწავლებელმა....

მუქარა-ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით

თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა

2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს, ჩოხატაურის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია რომ მერიის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებს ავალებენ, რომ იმუშაონ კარდაკარ და მეორე ტურში დადონ მაქსიმალური შედეგი, რათა მათმა ნათესავებმა თუ ოჯახის წევრებმა, რომლებმაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მხარი არ დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს, ხმა მისცეს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემები....