2018-11-19
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ პირადობის მოწმობები ან აქვთ ვადაგასული პირადობის მოწმობები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, აქტივისტები და აგიტატორები სთავაზობენ თანხის გადახდას პირადობის მოწმობების ასაღებად. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და ერთ-ერთმა მოქალაქემ დაადასტურა, რომ მას შესთავაზეს პირადობის მოწმობის ასაღებად თანხის გადახდა, იმ შემთხვევაში თუ ის მხარს დაუჭერს სალომე ზურაბი...
|
თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და სოფლის დეპუტატები, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირდებიან სოციალური დახმარების დანიშვნას, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და რამდენიმე მოქალაქემ პირად საუბარში დაუდასტურა, რომ მერის წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატები ნამდვილად მოუწოდებენ მათ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, ხოლო სანაცვლოდ მათ 1...
2018-11-19
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზეწოლა ხორციელდება იმ მოქალაქეებზე რომლებიც წარსულში იყვნენ ნასამართლევი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, აგრეთვე იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გარკვეული დანაშაულებისთვის. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მოიკვლია და გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია. რამდენიმე ადამიანმა დაუდასტურა, რომ ნამდვილად ხორციელდება ზეწოლა ახალგაზრდებზე ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭების“ მხრიდან, რომლებიც მოუწოდებენ ახალგაზრდებს, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. ...
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, აქტივისტები და აგიტატორები დადიან სოფლებში, კარდაკარ და მოუწოდებენ პენსიონრებს მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო თუ კერძო სექტორში, შეექმნებათ პრობლემები. ერთ-ერთმა პენსიონერმა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,
სოფლის დეპუტატმა მას მოუწოდა არჩევნებზე მხარი დაეჭირ...
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სამმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და მერის წარმომადგენლები მათ ოჯახებს დახმარების მოხსნით ემუქრებიან, თუ ისინი მეორე ტურში მხარს არ დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილს....
|
თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საოლქო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა ხელისუფლების
წარმომადგენლების მხრიდან. ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა განაცხადა, რომ ის ისეთი წნეხის ქვეშ იმყოფება, შესაძლებელია უარი თქვას მეორე ტურზე კომისიის წევრობაზე...
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს თანამშრომელმა პირად საუბარში უთხრა, რომ მისი მეუღლის მიმართ, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს უჭერს მხარს ძალოვანი უწყების თანამშრომლები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნული პიროვნება, ხმამაღლა და ღიად ვერ საუბრობს, რადგან ეშინია სამსახურის დაკარგვის....
|
თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კოორდინატორების, სოფლებში მერის წარმომადგენლების და საკრებულოში სოფლის დეპუტატების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ მიმდინარეობს მუქარა-ზეწოლა. ზეწოლა ასევე ხორციელდება ბაგა-ბაღის ხელძღვანელებზე და თანამშრომლებზე. ზეწოლის შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს მიაწოდა რამდენიმე მოქალაქემ და ერთ-ერთმა ბაღის მასწავლებელმა....
|
თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს, ჩოხატაურის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია რომ მერიის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებს ავალებენ, რომ იმუშაონ კარდაკარ და მეორე ტურში დადონ მაქსიმალური შედეგი, რათა მათმა ნათესავებმა თუ ოჯახის წევრებმა, რომლებმაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მხარი არ დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს, ხმა მისცეს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემები....