სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლიდან 4 პედაგოგის გათავისუფლება
2012-06-15 2012 წლის 7 მარტს სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის 4 პედაგოგი: ვენერა ივანიშვილი, ნანა ივანიშვილი, მარინა ნადირაძე და ლელა ხურცილავა სამსახურიდან გაათავისუფლეს. პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ვინაიდან ხელი მოაწერეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე