„ქართული ოცნების“ აქტივისტის, ზურაბ თერგიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში
2012-07-30 საია ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს.
2012-05-22 ქართული ოცნების გაზეთების გავრცელების შემდეგ ზურაბ თერგიაშვილი დაიბარეს მონიტორინგის სამსახურში, სადაც არ გამოცხადდა. ამის შემდეგ დაკითხეს შსს-ში და სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა აღარ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება. სამსახურის მენეჯერი განთავისუფლების შესახებ კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს
2012-05-21 აპრილის დასაწყისში ზეწოლა განხორციელდა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტზე - ზურაბ თერგიაშვილზე, რომელიც 7 წლის მანძილზე მუშაობდა სასწრაფო დახმარების სამსახურში მძღოლის პოზიციაზე. ერთთვიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის 1 აპრილიდან მას შრომითი კონტრაქტი აღარ გაუგრძელდა. ზურაბ თერგიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე