საჯარო მოსამსახურეების მიმართ განხორციელებული მუქარა ლანჩხუთში
2012-05-21 „გლობალ TV-ს” სატელიტური ანტენის დამონტაჟების შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებს და სხვა დასაქმებულებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამსახურის დატოვებით ემუქრებიან. აღნიშნული ფაქტი "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელს რამოდენიმე ადამიანმა დაუდასტურა.