აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიმართ სამტრედიაში
2012-06-15 2012 წლის 17 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელის შეხვედრა სკოლიდან დათხოვნილ პედაგოგებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ქეთევან ივანიშვილი, რომელმაც გამოხატა აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ. მისი აზრით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეწინააღმდეგება საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ შექმნას, ამიტომ დამკვირვებელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან უშიშროების გამოგზავნილი უწოდა.