ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვება ოზურგეთში
2012-06-15 საარჩევნო სიების გადამოწმების „კარდაკარის“ მონიტორინგის დროს ქალაქ ოზურგეთის რამოდენიმე უბნის მოსახლეობამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ მათთან იმყოფებოდნენ გამგეობის თანამშრომლები და ეკითხებოდნენ, აპირებენ თუ არა არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას. ამავდროულად, ისინი აგროვებდნენ ამომრჩევლების პირად მონაცემებს.