"ქართული ოცნების" მხარდამჭერ მარიამ მიჩიტაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ბაკურციხეში
თარიღი: 2012-07-13
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: გურჯაანი , ბაკურციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა
2012-07-13 2012 წლის 28 მაისიდან სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები მარიამ მიჩიტაშვილი შპს „ხიდმშენი“ და “გვირაბები 99’’-ში მზარეულის პოზიციაზე მუშაობდა. ამასთანავე, მარიამ მიჩიტაშვილმა აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას სამი თვის ვადით მიაქირავა თავისი საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი. როგორც მარიამ მიჩიტაშვილი აცხადებს, 2012 წლის 20 ივნისს „ხიდმშენის“ და „გვირაბები 99’’ სამმართველოს უფროსის მოადგილე გივი მახარაძე დაბარებული იყო კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, გიორგი სიბაშვილთან, რომელმაც მას მისცა დირექტივა, რომ კომპანიას სასწრაფოდ შეეწყვიტა კონტრაქტი მარიამ მიჩიტაშვილთან, რადგან იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე