”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრის სერგო ჩაჩიბაიას დაკავება
2012-07-14 სერგო ჩაჩიბაიას განცხადებით, ავტოპროფილაქტიკაში ყოფნის პერიოდში მას მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და საცემად გაიწია. იმავე წუთს, გამოჩნდა პოლიციის მანქანა და იგი გადაიყვანეს პოლიციის ზუგდიდის სამმართველოში.
2012-07-13 2012 წლის 25 მარტს ზუგდიდის პოლიციამ ”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი სერგო ჩაჩიბაია დააკავა. ”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი გია ალასანია თანაპარტიელის დაკავებას ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ მწვავე განცხადებას უკავშირებს და ფაქტს აფასებს პოლიტიკურ დევნად. ბატონ სერგოს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ცივი იარაღის უკანონოდ ტარება ედება. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წყარო: http://www.tspress.ge/ka/site/articles/11412


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე