საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული მუქარა დედოფლისწყაროში
2012-07-13 2012 წლის 1 ივნისს შპს „სერვისი 2007“-ის დასუფთავების სამსახურის უფროსმა - ილია ტალიაშვილმა, სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის უფროსმა - მურად ოზაშვლმა და ხელოვნების სკოლის დირექტორმა - აკაკი მერაბიშვილმა თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ თუ ისინი ან მათი ნათესავები დაესწრებიან 2012 წლის 2 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შეხვედრას, სამსახურიდან გათავისუფლდებოდნენ. „სამართლიან არჩევნებს“ აღნიშნული ინფორმაცია არაერთმა წყარომ დაუდასტურა.