"ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა კარალეთში
თარიღი: 2012-07-13
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: გორი , კარალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2012-08-20 აგრეთვე, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დასახლებაში შესვლისას პრობლემები შეექმნათ. მონაწილე პირების იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა მათივე განცხადებით ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან იყვნენ. აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დასახლებაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
2012-07-13 ამომრჩეველთა სიის გადამოწმების - კარდაკარის პროცესის დროს პრობლემები შეექმნათ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც გადამოწმებას კარალეთის დევნილთა ჩასახლებებში ახორციელებდნენ. რეგისტრატორ ხათუნა ხათაშვილის თქმით, რვა ოჯახის შემოწმების შემდეგ, ერთ-ერთი ოჯახიდან გამოსულებს გარეთ შვიდი-რვა ქალბატონი და ერთი მამაკაცი დახვდათ, რომლებმაც ურჩიეს რომ წასულიყვნენ, რადგან მათ სამუშაოს გაგრძელების საშუალებას მაინც აღარ მისცემდნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე