„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა სკრაში
თარიღი: 2012-07-13
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: გორი , სკრა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2012-08-20 ქუჩაში გამოსვლის შემდეგ მათთან რამდენიმე ქალბატონი მივიდა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ლანძღავდნენ და რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ. ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დაემუქრნენ იმ შემთხვევაში თუ კიდევ გააგრძელებდნენ დასახლებაში მუშაობას.
2012-07-13 კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორი მზია მამულაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის 26 ივნისს სამი კოტეჯის გადამოწმების შემდგომ მასთან მივიდა სკრის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი კახა კახნიაშვილი და უთხრა, რომ დაეტოვებინათ ჩასახლება, რადგან იქ უკვე ჩატარებული იყო კარდაკარი. იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დატოვებდნენ ტერიტორიას, პრობლემები შეექმნებოდათ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე