"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლა წყალტუბოში
2012-07-13 2012 წლის 7 ივნისს კოალიცია "ქართული ოცნების" ოთხი წევრი - მაია შალამბერიძე, კახა ქუთათელაძე, ანი დოლაბერიძე და ლევან ნემსიწვერიძე პოლიციაში პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა დაიბარა. მათ კოალიციის ოფისში დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ ისინი საკუთარი ნებით არ გამოცხადდებოდნენ, ძალით მოხდებოდა მათი მიყვანა პოლიციის შენობაში. ზემოაღნიშნული პირები აცხადებენ, რომ პოლიციაში დაბარებულებს დაუსვეს ერთი და იგივე კითხვები, კერძოდ, რატომ ჩავიდნენ ქუთაისში 2012 წლის 7 ივნისს, რატომ არიან კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები და ა.შ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე