„ქართული ოცნების“ აქტივისტ გია პოპიაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაკავება გამარჯვებაში
2012-07-13 2012 წლის 10 ივნისს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, გია პოპიაშვილი. აღსანიშნავია, რომ გია პოპიაშვილმა 27 მაისს, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ისევე როგორც 2 ივნისს დედოფლისწყაროში კოალიცია "ქართული ოცნების" გამართულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამარშუტო ტაქსით განახორციელა კოალიციის მხარდამჭერების ტრანსპორტირება.პოპიაშვილის დაკავებისთანავე დაინიშნა სასამართლო. სასამართლომ მას 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანა გადაიგზავნა საჯარიმო ავტოსადგომზე. სასამართლო სხდომის დაწყებამდე მას არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა ადვოკატის დახმარებით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე