„თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტ არტიომ ოვსეფიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება საბათლოში
2012-07-13 2012 წლის 13 ივნისს სოფელ საბათლოში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტს, არტიომ ოვსეფიანს დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დედამისი მომხდარ ფაქტს შვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ერთი კვირის წინ, არტიომი სოფელ საბათლოში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გამოცემულ გაზეთებს ავრცელებდა, იგი სოფლის გამგებელმა, დავით გუნდაძემ გააფრთხილა - თავი დაენებებინა ოპოზიციისთვის, თორემ მას პრობლემები შეექმნებოდა.