”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შეხვედრა მედიცინის მუშაკებთან
2012-07-18 შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი გიორგი მელაძე და ქ.თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დანერგილი პრაქტიკის გათვალისწინებით დროულად განასაჯაროოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხარჯთაღრიცხვა უკანასკნელი თვეების მანძილზე.
2012-07-16 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა რესტორან ”მონოპოლში” და ”ტრიუმფში” მედიცინის მუშაკებთან შეხვედრები გამართეს. ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები 1500-ზე მეტ ადამიანს დახურულ შეხვედრებზე ხვდებიან. მედიცინის მუშაკებმა დაადასტურეს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრებზე მათ ალაფურშეტითაც უმასპინძლდებიან.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა საქართველოს კონტროლის პალატასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას.
წყარო: ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო გამოშვება 28 მაისი 2012 წ. 21:00 სთ.