სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პარტიული საქმიანობისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ილია ვაშაყმაძის მიერ
2012-07-18 ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე თანამშრომლებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა სიების შედგენას ავალებს. ვაშაყმაძე მიმართავს თანამშრომლებს "მიდიხართ თქვენთვის ყველაზე სანდო ადამიანთან, პირველ რიგში, ოჯახის წევრებთან, ყველაზე სანდო მეგობართან, ნათესავთან, ნათლულთან, რა ვიცი. ვინც გინდათ, არაა აუცილებელი, დავუშვათ 20 და 50 კაცი, მაქსიმუმ 10 კაცის ჩაწერა, მინიმუმ, რამდენიც შეგიძლიათ". ვაშაყმაძე ასევე აფრთხილებს თანამშრომლებს, რომ შეხვედრა არის ძალიან კონფიდენციალური და მისი ოფიციალური მიზანი არის ვითომ "დისკუსია, თუნდაც ქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით".
[url=http://transparency.ge/blog/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1]იხილეთ ბმული[/url]
2012-07-16 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ თათბირებზე თანამშრომლებს მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შედგენა მოსთხოვა. თითოეულ მათგანს დაახლოებით 10 ადამიანის ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა. ილია ვაშყმაძემ, თანამშრომლები გააფრთხილა, რომ შეხვედრა იყო კონფიდენციალური და შეხვედრიდან გასვლის შემდეგ მათ უნდა განეცხადებინათ, რომ ისინი ესწრებოდნენ ქალაქში მიმდინარე პროექტებტან დაკავშირებულ შეხვედრებს.
საიამ განცხადებებით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესა და საქართველოს მთავარ პროკურორს შეისწავლონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
წყარო: მე-9 არხი