პედაგოგ ეკა ბაქრაძის ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება
2012-07-16 ეკა ბაქრაძე ქარელის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლაში ისტორიის, რელიგიისა და კულტურის მასწავლებლად მუშაობდა. იგი 2011 წლის 16 სექტემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან. ქალბატონ ეკას მიაჩნია, რომ ის გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით, კერძოდ: მისი ძმა იყო ნინო ბურჯანაძის პარტიის ქარელის რაიონული კოორდინატორი. ქალბატონი ეკას განცხადებით, 2011 წლის აგვისტოში, სანამ მისი გათავისუფლება მოხდებოდა, სკოლის დირექტორმა, მარიტა ბაბლუანმა დაიბარა ეკა ბაქრაძე და მოსთხოვა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, იმ მოტივით, რომ საჯარო მოსამსახურეს და მის ოჯახს არ აქვს უფლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.