პედაგოგ თამარ სუხიაშვილის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება
2012-07-17 თამარ სუხიაშვილის განცხადებით მან უარი განაცხადა განთავისუფლების შესახებ პირადი განცხადების დაწერაზე რის შემდეგაც იგი დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაითხოვეს სამსახურიდან.
2012-07-16 თამარ სუხიაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლიდან 2012 წლის 6 იანვარს გაათავისუფლეს. იგი სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. ქალბატონმა თამარმა განაცხადა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობა გახდა. ქალბატონ თამარს ჩაბარებული აქვს ისტორიის სასერტიფიკაციო გამოცდა, არის გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, აბიტურიენტთა ნაშრომების გამსწორებელი ისტორიაში, ორი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ისტორიის მასწავლებელთა ევროპული ასოციაციის წევრი. გათავისუფლებამდე მას სკოლის დირექციისა და რესურს ცენტრის ხელმძღვანელობა აფრთხილებდა პოლიტიკური აქტივობების შეწყვეტის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. წყარო: http://netgazeti.ge/GE/88/Life/7738/


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე