პე-ეს-პეს საქველმოქმედო საქმიანობა დმანისის რაიონში
2012-07-17 პე-ეს-პე ჯგუფის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე, განყოფილებაში „ქველმოქმედება“ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია მრავალფეროვან საქველმოქმედო საქმიანობას აწარმოებს სწორედ დმანისის რაიონში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც აღნიშნულ ჯგუფთან სამართლებრივი კავშირის მქონე პირი - კახაბერ ოქრიაშვილია. ეს უკანასკნელი მოქმედი პარლმენტის წევრია, გაწევრიანებულია ფრაქციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პოლიტიკურ გაერთიანებას - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავის მხრივ, გაცხადებული აქვს საარჩევნო მიზანი. დმანისი ერთადერთი რაიონია, რომლის შესახებაც გამოყოფილადაა საუბარი ქველმოქმედების შესახებ შექმნილ ინფორმაციაში. პე-ეს-პე ჯგუფის ცალკეული საქველმოქმედო საქმიანობა შესაძლოა აღძრავდეს ეჭვებს აღნიშნული ქმედებების პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა საქართველოს კონტროლოს პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახრუსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე