მოქალაქის გათავისუფლება სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო
2012-07-25 „უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და სურვილი გამოთქვა ინციდენტის დეტალების გამოძიებისა, მაგრამ მოქალაქემ არ ისურვა დეტალების გასაჯაროება.
2012-07-20 არჩევნების პორტალის ადმინისტრაციამ ინციდენტის დეტალები მოქალაქის თხოვნით არ გამოაქვეყნა.
2012-07-20 2012 წლის 11 ივნისს მოქალაქე (****) გამათავისუფლეს სსიპ (****) ფონდიდან, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურის დაქვემდებარებაშია. ვმუშაობდი მთავარ სპეციალისტად ერთ-ერთ დეპარტამენტში. ღიად ვაცხადებდი ჩემ პოზიციას და მხარს ვუჭერ კოალიცია „ქართულ ოცნებას“. გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე თანამშრომლებმა გავინაწილეთ დავალებები და ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდით. მოულოდნელად დამიბარეს და მითხრეს, რომ ნოემბრამდე უნდა შევწყვიტო მუშაობა. განცხადება დამაწერინეს თითქოს ოჯახური მიზეზის გამო მსურს სამსახურის დატოვება.